ნიმრუზის პროვინცია (პუშტუ نیمروز, დარი نیمروز Nimrōz) — ავღანეთის 34 პროვინციიდან ერთ-ერთი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ესაზღვრება დასავლეთით ირანს და სამხრეთით პაკისტანს, აგრეთვე ავღანეთის პროვინციებს — ფარაჰს ჩრდილოეთში და ჰელმანდს აღმოსავლეთში. ტერიტორია შეადგენს 41 005 კმ², მოსახლეობა დაახლოებით 154 900 ადამიანი (2007 წლის მონაცემებით). ეს არის ავღანეთის ყველაზე მეჩხერად დასახლებული რეგიონი.
ადმინისტრაციული დაყოფა
ნიმრუზი შეიცავს 5 ადმინისტრაციულ ერთეულს
მოსახლეობა
პროვინციაში ქალქის მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 15 %, სოფლისა — 85 %. მამრობითი სქესი შეადგენს მოსახლეობის 51 %, მდედრობითი სქესი — 49 %. ძირითადი ეთნიკური ჯგუფებია ბელუჯები და პუშტუნები. აქ ცხოვრობენ აგრეთვე, ტაჯიკები და უზბეკები. ბელუჯურ ენაზე საუბრობს მოსახლეობის 61 %. გავრცელების მიხედვით მეორე ენაა პუშტუ. ამ ენაზე საუბრობს პროვინციის მოსახლეობის 27%. დანარჩენი 12% საუბრობს დარიზე და უზბეკურ ენაზე.
რესურსები ინტერნეტში