ნიკოლა პაშიჩი (სერბ. Никола Пашић; დ. 19 დეკემბერი, 1845, ზაეჩარი — გ. 10 დეკემბერი, 1926, ბელგრადი) — სერბი პოლიტიკოსი, იყო სერბეთის სახალხო სკუპშჩინის წევრი, რადიკალური პარტიის ერთ–ერთი ორგანიზატორი და ლიდერი, 1891-1892 წლებში იყო სერბეთის სამეფოს პრემიერ–მინიტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი. 1904-1918 წლებში ხანგამოშვებით იყო მთავრობის მეთაური და საგარეო საქმეთა მინისტრი.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო