ნიევრი (ფრანგ. Nièvre) — დეპარტამენტი საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში, ბურგუნდიაში.
ისტორია
იგი არის იმ 83 დეპარტამენტიდან ერთ-ერთი, რომლებიც შეიქმნა საფრანგეთის რევოლუციის დროს 1790 წლის 4 მარტს.
გეოგრაფია
ნიევრის ფართობია 6817 კმ². 1999 წლის მონაცემებით დეპარტამენტის მოსახლეობა 225,198 ადამიანს შეადგენს და მას 83-ე ადგილი უკავია, დეპარტამენტში მცხოვრებთა საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე შეადგენს 33 ადამიანს.
აქ ყველაზე გავრცელებული ენაა ფრანგული. ნიევრის მმართველია მარსელ შარმანი.
რესურსები ინტერნეტში