ნიაგარა (ინგლ. Niagara) — მდინარე ჩრდილოეთ ამერიკაში, აშშ-ისა და კანადის საზღვარზე. სათავე აქვს ერის ტბაში, ერთვის ონტარიოს ტბას. სიგრძე 56 კილომეტრი, აუზის ფართობი 665 000 კმ². ზემო ნაწილში იყოფა ორ ნაწილად, მათ შორისაა კუნძული გრანდ-აილენდი. შუა დინებაში აჩენს ნიაგარის ჩანჩქერს და ჭორომებს, რომელთა შემოსავლელად გაყვანილია უელენდის არხი. მდინარის ნაპირებზე ქალაქები ბუფალო და ნიაგარა-ფოლზი.
ქალაქები და დასახლებები
მდინარე ნიაგარის ნაპირზე დასახლებული პუნქტებია:
ლიტერატურა