სახელი „ნარცისიზმი“ ფროიდმა შექმნა ნარცისის მიხედვით. ბერძნულ მითოლოგიაში, ნარცისი იყო პათოლოგიურად ეგოცენტრული ახალგაზრდა კაცი, რომელსაც აუზში თავისი ანარეკლი შეუყვარდა. ფროიდს სჯეროდა, რომ ნარცისიზმი დაბადებიდან ყოველი ჩვენგანის მნიშვნელოვანი ნაწილია. ენდრიუ მორისონის მტკიცებით, ჯანმრთელი ნარცისიზმის ზომიერი რაოდენობა ინდივიდის მოთხოვნებს საშუალებას აძლევს დაბალანსდეს სხვებთან ურთიერთობაში.
ზოგი ექსპერტის აზრით, ბევრი პათოლოგი ნარცისისტი მუშაობს საზოგადოების ყველაზე გავლენიან სფეროებში - მედიცინაში, ეკონომიკასა და პოლიტიკაში.[1] ჰუმანისტურ ფსიქოლოგიაში, პათოლოგიური ნარცისიზმი დაბალი ეგოცენტრიზმის სიმპტომია.[2]