ნარაკურტის მღვიმე – ეროვნული პარკი ავსტრალიაში. მდებარეობს კონტინენტის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. ქალაქ ნარაკურტის მახლობლად, სამხრეთი ავსტრალიის შტატის ტურისტულ რეგიონში. ეროვნული პარკი 1994 წელს, რივერსლეისთან ერთად შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში, აქ აღმოჩენილი გაქვავებული ნივთების რეკორდული მაჩვენებლების გამო. პარკის ფართობია 3.05 კმ², სადაც მდებარეობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი 26 მღვიმე.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში