ნათესაობითი ბრუნვა — კუთენვილება-დანიშნულების გამომხატეელი ბრუნვა, რომელსაც ინდოევროპულ ენათა გენიტივი შეეფარდება. პასუხობს კუთხვებზე: ვისი? რისი?
ქართულ ენაში ნათესაობითი ბრუნვა -ის(ა), -ს(ი) ბოლო სართებითაა წარმოდგენილი: თანხმოვანფუძიან და ხმოვანფუძიან კვეცად სახელებთან -ის(ა) დაბოლოება გეხედება — კაც-ის(ა), დედ-ის(ა), ხმოვანფუძიან უკვეცელ სახელებთან -ს(ი): წყარო-ს(ი), რუ-ს(ი), ელენე-ს(ი)... (გამონაკლისია — დრო-ის).
ბოლოკიდური -ი ხმოვნის თაობაზე სხვადასხვა თვალსაზრისი არსებობს: მკვლევართა ნაწილი მას ემფატიკურ ხმოვნად მიიჩნევს (შედარებისთვის: კაც-ის-ა — წყარო-ს-ი); სხვა თვალსაზრისით, -ი ბრუნვის ნიშნისეულია, ბგერათგადასმის შედეგად მიღებული: -ის — -სი (ემფატიკური ხმოვანი).
ნათესაობითი უძველესი ფორმაციის ბრუნვაა. -ის სუფიქსის პარალელურად ვარაუდობენ აგრეთვე -ინ სუფიქსის არსებობასაც, რომელიც ზმნისართებსა და თანდებულებშია შემორჩენილი სიტყეამაწარმოებელი ელემენტის სტატუსით: გუშ-ინ, მაშ-ინ, -თვ-ის || -თვ-ინ, -მდ-ის || -მდ-ინ... ნათესაობოითი ბრუნვის -ის სუფიქსს კანონზომიერი შესატყვისები მოეპოვება ქართულ ენებში: ზანურში — -იშ (-შ), სვანურში — -იშ, -ეშ სუფიქსების სახით.
ნათესაობით ბრუნვებში დასმული სახელი დაირთავს თანდებულებს: -თვის, -გან, -კენ, -ებრ, -თანავე, -დამი. თითქმის შეუზღუდავია ნათესაობითის ფორმაზე ზმნისართთა დართვა თანდებულის ფუნქციით: სახლ-ის წინ, მიწ-ის ქვეშ, ხუთი დღ-ის შემდეგ...
ნათესაობითი ბრუნვა თანამედროეე სალიტერატურო ქართულში გამოხატავს: კუთენილებას (ძმის სახლი), დანიშნულებას (ქორწინების სახლი), მასალას (ხის სახლი), აგენსს (ბავშვის თამაში), სამოქმედო ობიექტს (ხის მოჭრა). თანდებულთა დართვის შედეგად ნათესაობითს სხვა ფუნქციათა გამოხატვაც ეკისრება: აჩვენოს მიმართულება (ტყისკენ); მოცილება-დაშორება (კაცისგან); მსგავსება (თიხისაებრ), დრო (მოსვლისთანავე) და სხვა. ნათესაობითი ბრუნვა ხშირად დერივაციული სუფიქსის როლს ასრულებს (თბილ-ის-ი, ვარგ-ის-ი...); გამოთქმულია მოსაზრება, რომ მსასღვრელის ფუნქციით გამოყენებული სახელი არ შეიძლება ჩაითვალოს ნათესაობითი ბრუნვის ფორმად (თ. უთურგაიძე).
გამოყენება
ქართულ ენაში, ო, უ, ი ხმოვნებზე ფუძედაბოლოებულ სახელებს ბოლოს ემატებათ მხოლოდ „ს“ (მაგალითად: ბურთ-ი — ბურთ-ის, მეტრო — მეტრო-ს, კუ — კუ-ს). გამონაკლისია „ღვინო“, რომელიც მხოლობითი რიცხვის ორ ბრუნვაში – ნათესაობითსა და მოქმედებითში – კვეცადია. სწორია: ღვინის, ღვინით (და არა: ღვინოსი, ღვინოთი).
უკვეცელია ა-ზე დაბოლოებული ზოგიერთი საზოგადო სახელი მხოლობით რიცხვში: ბიცოლა, ტოროლა, ჭრიჭინა, დედოფალა და სხვა., მაგრამ მრავლობით რიცხვში ისინი მოიკვეცენ ფუძისეულ ა ხმოვანს. სწორია: ტოროლას ხმა (და არა: ტოროლის ხმა), მაგრამ მრავლობითში ტოროლები.
უკვეცელია უცხო ენებიდან შემოსული ე-ზე დაბოლოებული საზოგადო სახელები: ტირე, კუპე, ატელიე, ჟელე, კაფე და სხვა. სწორია: კაფეს მეპატრონე (და არა: კაფის მეპატრონე).
უკვეცელია ნათესაური დამოკიდებულების გამომხატველი საზოგადო სახელები (დედა, მამა, ბაბუა, ბებია...), თუ მათ საკუთარი სახელის მნიშვნელობით ვხმარობთ: „დედას ოთახი მეორე სართულზეა“, „შვილმა დედის ამაგი უნდა დააფასოს”. პირველ შემთხვევაში იგულისხმება საკუთარი „დედა” და ის არ იკვეცება (დედას ოთახი), ხოლო მეორე შემთხვევაში კი იგულისხმება საერთოდ დედა, როგორც საზოგადო სახელი, და იკვეცება (დედის ამაგი).
ი ხმოვანზე დაბოლოებული სახელები უკვეცელია მხოლობით რიცხვში, მაგრამ კვეცადია მრავლობით რიცხვში.
თუ საზოგადო არსებითი სახელს კნინობითის მაწარმოებელი (-უნა, -უკან, -უნ-ია) დაერთო, ასეთი სახელები მრავლობითი რიცხვის ნათესაობითსა და მოქმედებით ბრუნვში უკვეცელი იქნება, ხოლო ებ-იან მრავლობითში – კვეცადი. სწორია: დათუნიასი, დათუნიათი; (და არა: დათუნის), მაგრამ მრავლობითში დათუნი-ებ-ი.
რამდენიმე სახელს ფუძე ერთდროულად ეკუმშება და ეკვეცება. მათ კუმშვად-კვეცადი სახელები ქვიათ. კუმშვად-კვეცადი სახელები (ქვეყანა, ქარხანა, ბეგარა, მოყვარე, ფანჯარა, ტომარა, პეპელა) მრავლობითი რიცხვის ნათესაობით, მოქმედებით და ვითარებით ბრუნვებში და ებ-იანი მრავლობითის ყველა შეკუმშულ-შეკვეცილი ფორმით უნდა ვიხმაროთ (ქვეყნის, მოყვრის, პეპლები...).
ლიტერატურა
- გაბუნია კ., ენციკლოპედია „ქართული ენა“, , 2008. — გვ. 341-342.
- ჩიქობავა არნ., ქართული ენის სოგადი დახასიათება. – ქეგლ, ბ. I, თბ., 1950;
- შანიძე ა., ქართული გრამატიკის საფუძელები, I, თბ. 1953
- თოფურია ე., ნათესაობითი და მოქმედებითი ბრუნვის დაბოლოებანი.
- ენის სახელის ბრუნების ისტორიისათვის ქართველურ ენებში. წგ. I, თბ. 1956:
- უთურგაიძე თ., ქართული სახელის მორფონოლოგიური ანალიზი, თბ. 1986;
- ონიანი ა., ქართველურ ენათა შედარებითი გრამატიკის საკითხები, თბ.. 1959:
- ნოზაძე ლ. ემფატიკური ი ქართულში. – «იკე». XXIX. თბ. 1990.
რესურსები ინტერნეტში