ნაზარეთი (ებრ. נָצְרַת, არაბ. الناصرة) — ქალაქი ისრაელის ჩრდილოეთ რაიონში. ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი წმინდა ქალაქი, სადაც ახალი აღთქმის თანახმად იესო ქრისტემ ბავშვობა გაატარა. ნაზარეთი ქვეყნის უდიდესი არაბული ქალაქია. დღეისათვის ქრისტიანთა პილიგრიმობის ერთ-ერთ მთავარ ცენტრს წარმოადგენს.[1]
იგი არ არის ნახსენები ძველ აღთქმაში ან რაბინულ ლიტერატურაში; პირველად გვხვდება ახალ აღთქმაში (იოანე 1:1):[1] „45. მივიდა ფილიპე ნათანაელთან და უთხრა: ვპოვეთ ის, ვისთვისაც დაწერეს მოსემ რჯულში და წინასწარმეტყველებმა: იესო, ძე იოსებისა, ნაზარეველი.“, „46. და უთხრა მას ნათანაელმა: განა შეიძლება ნაზარეთიდან კეთილი გამოვიდეს რამე?.“[2]
გალერეა
სქოლიო