ნაგებობა — ნაშენის ისეთი სახე, სადაც ძირითადი ტექნოლოგიური პროცესის უზრუნველსაყოფად, არ არის აუცილებელი სათავსის (სათავსების) არსებობა. მაგალითად: ხიდი, ანძა, კაშხალი. თითეულ მათგანს შეიძლება ჰქონდეს სათავსები, თუმცა ისინი დამხმარე ფუნქციით გამოიყენება და არა ძირითადი ტექნოლოგიური პროცესისთვის.