მხედრული — ქართული ხალხური სალაშქრო ხასიათის ცეკვა. ასრულებენ ვაჟები. ძირითადი ელემენტებია დავლა, გასმა და მუხლკეცილი. მუსიკალური ზომა 6/8. გვხვდება ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერში“.