მუჰამად ალი ალ-აბიდი (არაბ. محمد علي العابد; დ. 1867, დამასკო, ოსმალეთის იმპერია — გ. 22 ოქტომბერი, 1939, რომი, იტალიის სამეფო) — სირიელი პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის პრეზიდენტი (1932-1936 წწ.).
ბიოგრაფია
უმაღლესი განათლება მიიღო ბეირუთში და იურიდიული განათლება პარიზში. 1908 წელს დანიშნეს ოსმალეთის იმპერიის ელჩად აშშ-ში. მაგრამ იმავე წელს ახალგაზრდა თურქების მიერ იმპერატორ აბდულ-ჰამიდ II-ის დამხობის შემდეგ მისი მამა გაიქცა სტამბოლიდან და მამამისთან ერთად ცხოვრობდა ევროპასა და ეგვიპტეში.
დამასკოში დაბრუნდა 1920 წელს, მას შემდეგ რაც სირია გახდა საფრანგეთის სამანდატო ტერიტორია. 1922 წელს იყო სირიის ფინანსთა მინისტრი. 1932-1936 წლებში სირიის პრეზიდენტი. მისი პრეზიდენტობის დროს გააქტიურდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრად დანიშნეს საზოგადოებისთვის არაპოპულარული თაჯ ედ-დინ ალ-ჰასანი. 1936 წელს გადადგა და საცხოვრებლად გადავიდა პარიზში. იგი რომის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაიცვალა.[1]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო