მუხურის ჩანჩქერი — ჩანჩქერი საქართველოში, სოფელ მუხურის მიდამოებში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს ტყიბული-მუხურის საავტომობილო გზის სიახლოვეს, ზღვის დონიდან 886 მ სიმაღლეზე. სამსაფეხურიანი წყალვარდნილი გადმოედინება აღმოსავლეთ ექსპოზიციის ფერდობზე მდებარე მღვიმიდან. მღვიმეში ერთი პატარა და ერთი დიდი ტბაა. ჩანჩქერის მიდამოებისათვის დამახასიათებელია ნოტიო ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრით და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით.[2] ჩანჩქერის ნაპირები დაფარულია შერეული ფართოფოთლოვანი ტყით. აქ მრავალი ენდემური ცხოველი ბინადრობს, კერძოდ, კავკასიური თხუნელა, რადეს, ვოლნუხინის და კავკასიური წყლის ბიგები. მუხურის ჩანჩქერი ბუნების ძეგლია.[3]
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო