„მატიანე ქართლისაის“ ცნობით, როდესაც საქართველოს გაერთიანებისათვის მერძოლი ბაგრატ III ქართლის დაშლილი საქმეების მოსაგვარებლად გამოვიდა ტაო-კლარჯეთიდან, პირველად დადგა თიღვას, მის წინააღმდეგ მებრძოლი ქართლის თავად-აზნაურები მუღრისში გამაგრდნენ და ბრძოლაც აქვე გაიმართა, სადაც ბაგრატმა გაიმარჯვა.[6] მატიანეს მიხედვით სოფელს ეწოდება მოღრისი.
შიდა ქართლის 1955 წლის დაზვერვითმა ექსპედიციამ მუღრისში მიაკვლია გვიანი ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორას.[7]
მოსახლეობა
საბჭოთა პერიოდში 1959 წლის საკავშირო აღწერის შემდეგ აღარ იხსენიებოდა. შემდგომში მუღრისისა და ტყისუბნის (ზნაურყაუს) ნაცვლად იხსენიებოდა ახალსოფელი.
↑გვასალია ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. VII, თბ.: „მეცნიერება“, 1989. — გვ. 8, ISBN5-520-00154-5.