მუტალა (შვედ. Motala) — ქალაქი შვედეთში, ესტერგეტლანდის ლენში. მდებარეობს ვეტერნის ტბის აღმოსავლეთ ნაპირზე და მიიჩნევა გეტას არხისა და მიმდებარე ტბების რეგიონის მთავარ ცენტრად. 2010 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 29 823 ადამიანს შეადგენს.[1]
ისტორია
მუტალას ეკლესია XIII საუკუნით თარიღდება. საუკუნეთა განმავლობაში ის პატარა სოფლად რჩებოდა და წარმოადგენდა გაჩერებას შუა საუკუნეების შვედეთის ერთ-ერთი კულტურული ცენტრის — ქალაქ ვადსტენისკენ მიმავალ გზაზე. გარდა ამისა, მუტალაში საკუთარი საცხოვრებელი აიშენა მეფე გუსტავ ვაზამ, მოგვიანებით კი დედოფალმა კრისტინამ მისგან 20 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარე მედევიზე საზაფხულო რეზიდენცია ააგო.
როდესაც XIX საუკუნის დასაწყისში გეტას არხი აშენდა, მუტალა არხზე ვაჭრობის მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. მან მიიღო სავაჭრო დასახლების სტატუსი, 1823 წელს პატარა პრივილეგია, 1881 წლის 1 აპრილს კი ქალაქის სტატუსი. 1971 წლის მუნიციპალური რეფორმის შემდეგ გახდა მუტალის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო