მორვილი — მთა საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ქობულეთ-ჩაქვის ქედის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 1728 მ. კალთები დანაწევრებულია მდინარეების ჩაქვისწყლის, კინტრიშისა და აჭარისწყლის შენაკადთა სათავეებით. აგებულია შუაეოცენური ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფებით. შემოსილია ფართოფოთლოვანი (რცხილნარ-წიფნარი) ტყით.
ლიტერატურა