მონუმენტი (ლათ. monumentum<moneo — მოვაგონებ) — ქანდაკებასა და არქიტექტურაში, დიდი ზომის ძეგლი, რომელიც ეძღვნება მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენას, გამოჩენილ მოღვაწეს და ა. შ. მონუმენტი არქიტექტურულ ანსამბლში ზოგჯერ იდეურ და მოცულობით-დომინანტურ როლს თამაშობს.