მოგვთა თაყვანისცემა — ლეონარდო და ვინჩის ნახატი. ერთ-ერთი მისი დაუმთავრებელი ნამუშევრებიდან.
1481 წელს სკოპეტოს სან-დონატოს მონასტრის ბერებმა ლეონარდო და ვინჩის თავიანთი ეკლესიის მთავარი საკურთხევლისათვის „მოგვთა თაყვანისცემის” დახატვა შეუკვეთეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სურათი და ვინჩის მრავალრიცხოვან დაუმთავრებელ ნამუშევართაგან ერთ-ერთია, მისი იკონოგრაფიული, სტილისტური და სიმბოლური მნიშვნელობა უდავოდ რევოლუციურ მონაპოვრად უნდა ჩაითვალოს. ამ სურათში ლეონარდოს შემოქმედების რამდენიმე უმთავრესი შტრიხი გამოიკვეთა.
რესურსები ინტერნეტში