მიხეილ დოროთეს ძე წინამძღვრიშვილი (დ. 10 მაისი, 1882, სურამი, ხაშურის მუნიციპალიტეტი — გ. 28 დეკემბერი, 1956, თბილისი) — ქართველი თერაპევტი, კარდიოლოგი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის გამგე, თერაპიული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კარდიოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზატორი.
ბიოგრაფია
მიხეილ დოროთეს ძე წინამძღვრიშვილი დაიბადა ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში. 1910 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. გამოჩენილი თერაპევტი-კარდიოლოგი. მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „მასალები ქონდროიტინ-გოგირდმჟავას ქიმიისა და შარდში აღმოჩენის შესახებ მუცლის ტიფის დროს" (1921). პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის გამგე, თერაპიული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კარდიოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზატორი, მისი პირველი დირექტორი, პირველი ქართული სახელმძღვანელოს ავტორი შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკაში. მნიშვნელოვანია მისი შრომები გულ-სისხლძარღვთა ავადმყოფობათა შესახებ.
მიხეილ წინამძღვრიშვილი დაჯილდოებულა შრომის წითელი დროშის ორდენით, მედლით 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის და სამკერდე ნიშნით „ჯანმრთელობის დაცვის წარჩინებული“. მიხეილ წინამძღვრიშვილი — საქართველოს სსრ II-IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუატატი.
ჯილდოები
- სამკერდე ნიშნით "ჯანმრთელობის დაცვის წარჩინებული" მედლით
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის
- შრომის წითელი დროშის ორდენი
რესურსები ინტერნეტში