მისანდეი იყო პოლიგლოტიმონა ნაათის კუნძულებიდან, რომელიც ასტაპორში კრაზნის მო ნაკლოზს ემსახურებოდა, სანამ ის არ გაათავისუფლა დეინერის ტარგარიენმა, მას შემდეგ დედოფალს ის სიკვდილამდე ემსახურებოდა და მისი ერთ-ერთი ყველაზე სანდო მრჩეველი იყო.
ბიოგრაფია
მისანდეი დაიბადა ნაათის კუნძულებზე რომელიც ზაფხულის ზღვაში მდებარეობს. იგი ახალგაზრდა ასაკში დაიმონეს და წაიყვანეს მონათა ყურეში ესოსში, სადაც ის გაზარდეს როგორც თარჯიმანი და ემსახურებოდა კრაზნის მო ნალოზს, ასტაპორის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ოსტატს.
მისანდეი ლაპარაკობს 19 ენაზე[1] მაღალ ვალირიულის ჩათვლით და ასევე ერკვევა მკვდარ ენებშიც.
ტელეადაპტაცია
მისანდეის როლი შეასრულა ინგლისელმა მსახიობმა ნატალი ემანუელმა.[2][3][4] მსახიობს და მის პერსონაჟს ბევრი გულშემატკივარი ყავდა, რომლებსაც მოგვიანებით უარყოფითი რეაქცია ჰქონდათ სერიალში მის სიკვდილზე.[5][6] მან ერთ-ერთ ინტერვიუში გაამახვილა ყურადღება მისანდეისა და რუხი ჭიის რომანზე, უწოდა მას „საყვარელი“ და თქვა რომ ნასიამოვნები იყო მის კოლეგასთან ჯეიკობ ანდერსონთან მუშაობით.[7]