მით-გამრი (არაბ. ميت غمر) — ქალაქი ეგვიპტეში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, დაკაჰლიას საგუბერნატოროში. ქალაქი მოქცეულია მდინარე ნილოსის დელტაში. მით-გამრი 43 კილომეტრითაა დაცილებული პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრ ელ-მანსურას, 23 კილოემტრით კი დაცილებულია ელ-ზაკაზიკის. 2006 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 110 549 ადამიანი.