მთრთოლავი ვერხვი (Populus tremula) — ფოთოლმცვივანი ხე ტირიფისებრთა ოჯახის ვერხვის გვარისა. მისი სიმაღლე 25-35 მ აღწევს. გადმოკიდებული და ჰაერში მთრთოლვარე ფოთლები აქვს. სიმაღლის მოყვარული, ტყისპირებსა და განათებულ ადგილებს არჩევს.
გავრცელებულია თითქმის მთელ ევროპასა და აზიაში, ჩვენში იზრდება მთის ტყეებში. დასავლეთ საქართველოში უმთავრესად სოჭნარსა და წიფლნარშია შერეული, აღმოსავლეთ საქართველოში — უმეტესად მეჩხერ წიფლნარსა და ფიჭვნარში. მთრთოლავი ვერხვი ქმნის წმინდა კორომებსაც. მისი მერქანი ძალიან რბილი და მსუბუქია. იყენებენ ასანთის, ქაღალდის წარმოებაში, სხვადასხვა წვრილმანი ნივთის დასამზადებლად.
ლიტერატურა