მეცხრე ტალღა (რუს.Девятый вал) — მარინისტი მხატვრის ივანე აივაზოვსკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატი. შესრულებულია 1850 წელს.
ნახატზე ასახულია ზღვა ღამის ძლიერი შტორმის შემდეგ და დაღუპული გემის მგზავრები. მზის სხივები უზარმაზარ ტალღებს ანათებენ. მათ შორის ყველაზე დიდი – მეცხრე ტალღაა, რომელიც გემის ანძის ნამტვრევებზე ჩამოკიდებულ ადამიანებს დასაღუპად ემუქრება.