მექსიკის დროშა (ესპ. Bandera de México) — მექსიკის ეროვნული სიმბოლო. წარმოადგენს სწორკუთხა ნაჭერს პროპორციით 4:7. შედგება სამი ტოლდიდი ვერტიკალური ზოლისაგან, რომელთა ფერებია მწვანე, თეთრი, წითელი. თეთრი ზოლის ცენტრში გამოსახულია მექსიკის გერბი. დროშის მწვანე ფერი აღნიშნავს იმედს, თეთრი – სიწმინდეს, წითელი – ქვეყნის დამოუკიდებლობისათის დაღვრილ სისხლს. დროშა მიიღეს 1968 წლის 16 სექტემბერს. მისი ავტორია მექსიკელი მხატვარი ფრანსისკო ეპენს ელგერა.
სხვა ვერსიები
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში