მეორე ქვეითი ბრიგადა, ქვეითი ბრიგადა საქართველოს სახმელეთო ძალების შემადგენლობაში. შეიქმნა 1992 წ. როგორც 21-ე მექანიზირებული ბრიგადა და გარდაიქმნა II ქვეითი ბრიგადად 2004 წ.[1]
ბრიგადას გავლილი აქვს GTEP-ისა (წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა) და SSOP-ის (სტაბილურობის შენარჩუნების ოპერატიული პროგრამა) საბრძოლო მომზადების პროგრამები. ბრიგადის პირადი შემადგენლობა მონაწილეობას იღებდა სამშვიდობო ოპერაციაში კოსოვოს რეგიონში, ერაყსა და ავღანეთში.[2] ბრიგადა განლაგებულია სენაკში და ექვემდებარება სახმელეთო ძალების დასავლეთ სარდლობას.[3]
წყაროები