მახაგუა (ესპ. Majagua) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, სიეგო-დე-ავილის პროვინციაში. მდებარეობს პროვინციის აღმოსავლეთ ნაწილში. შუაზე კვეთს კარეტერა-სენტრალის ავტომაგისტრალი.
დემოგრაფია
2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 26 617 ადამიანს შეადგენდა.[1] 544 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 48,9 ადამიანი კმ²-ზე.[2]
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო