მასტერსი 2001 (ინგლ. Masters 2001, აგრეთვე ცნობილია, როგორც Benson and Hedges Masters 2001 — სპონსორის სახელწოდების მიხედვით) — სნუკერის პროფესიონალური არარეიტინგული ტურნირი. ტარდებოდა 2001 წლის 4 თებერვლიდან 11 თებერვლამდე Wembley Conference Centre-ში, ლონდონში. ტურნირის გამარჯვებული გახდა პოლ ჰანტერი, რომელმაც ფინალში დაამარცხა ფერგალ ო'ბრაიენი ანგარიშით 10:9.
აღსანიშნავი ფაქტები
- პოლ ჰანტერმა მასტერსის თავისი სამი ტიტულიდან პირველი მოიგო. ფინალში, დრამატულ მატჩში მან დაამარცხა ირლანდიელი ფერგალ ო'ბრაიენი. ო'ბრაიენი თავიდან, პირველი სესიის შემდეგ იგებდა 6:2-ს, მაგრამ შემდეგ ჰანტერმა ექვსი სენჩერი-ბრეიკი გააკეთა ექვს ფრეიმში და მატჩის ბოლოს 9:8-ს ლიდერობდა. ო'ბრაიენმა გაათანაბრა ანგარიში, ხოლო ხანგრძლივ გადამწყვეტ ფრეიმში გამარჯვება პოლ ჰანტერს დარჩა.
- 1980 წლის შემდეგ პირველად სტივ დეივისმა ვერ მოახერხა ტურნირის მთავარ სტადიაზე მოხვედრა. დეივისი 2001 წელს უკვე აღარ იყო ტოპ-16-ში, ამიტომ მან ვერ მოახერხა, ავტომატურად გამხდარიყო 1/8 ფინალის მონაწილე. გარდა ამისა, დეივისს არ გადასცეს აგრეთვე არც უაილდკარდი, ხოლო კვალიფიკაციაში მას მონაწილეობა არ მიუღია.
- შემდგომი მსოფლიო ჩემპიონი, შონ მერფი, პირველად გახდა მასტერსის მთავარი ტურნირის მონაწილე. თავიდან მერფიმ კვალიფიკაციაში გაიმარჯვა, ხოლო უაილდკარდ რაუნდში მარკო ფუს სძლია 6:1. 1/8 ფინალში იგი სტივენ ჰენდრისთან დამარცხდა 4:6.
საპრიზო ფონდი
- საერთო საპრიზო გონდი: GB£ 650 000
- გამარჯვებული: £ 175 000
- ფინალისტი: £ 88 000
- უმაღლესი ბრეიკი: £ 20 000
უმაღლესი ბრეიკი
შედეგები
უაილდკარდ რაუნდი
პლეი-ოფი
კვალიფიკაცია
საკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებული და მოთამაშე, რომელმაც 2001 წლის მასტერსზე თამაშის უფლება მოიპოვა, გახდა შონ მერფი. ფინალში მან სტიუარტ ბინემი დაამარცხა 9:7.
უმაღლესი ბრეიკი კვალიფიკაციაში გააკეთა დეივიდ მაკლელანმა — 147 ქულა.
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| 1970-იანები | |
---|
| 1980-იანები | |
---|
| 1990-იანები | |
---|
| 2000-იანები | |
---|
| 2010-იანები | |
---|
|