„მარსს სჭირდება დედები“ (ინგლ. Mars Needs Moms) — 2011 წლის ამერიკული ანიმაციური ფილმი, რომელიც ეფუძნება ბერკლი ბრიზედის ამავე სახელწოდების რომანს. ფილმი გადაღებულია რეჟისორ საიმონ უელსის მიერ, ImageMovers Digital, ხოლო დისტრიბუტორია Walt Disney Pictures. 150 მილიონი აშშ დოლარის ბიუჯეტით ფილმმა შემქმნელებს მოუტანა 39 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი, რამაც რობერტ ზემეკისის მიერ დაარსებული ImageMovers Digital-ის დახურვა გამოიწვია.
სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ბიჭუნა მაილოს დედას იტაცებენ უცხოპლანეტელები მარსიდან. ისინი თავის პლანეტაზე ამრავლებენ მსგავს არსებებს, მაგრამ არ იციან მათი აღზრდა, ამიტომ ადამიანურ ინსტინქტებს ითვისებენ, უნერგავენ აღმზრდელ რობოტებს, შემდეგ კი პირველწყაროს (ანუ მდედრობითი სქესისა და დედის ინსტინქტის მქონე პირს) ანადგურებენ. მაილო მიემგზავრება მათი ხომალდით, რათა გადაარჩინოს დედა, რომელსაც სულ მცირე ხნის წინ განუცხადა, რომ არ სურს მისი დანახვა.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო