მარია ნიკოლოზის ასული
მარია ნიკოლოზის ასული (რუს. Мария Николаевна; დ. 18 აგვისტო, 1819, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი — გ. 21 თებერვალი, 1876, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი) — რომანოვებიის დინასტიის წარმომადგენელი. რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ისა და იმპერატრიცა შარლოტ პრუსიელის უფროსი ქალიშვილი. იმპერატორ ალექსანდრე II-ის და. ლოიხტენბერგის ჰერცოგინია როგორც მაქსიმილიან დე ბოარნეს მეუღლე.
ბიოგრაფია
მარია დაიბადა 1819 წლის 18 აგვისტოს სანქტ-პეტერბურგში. იგი იყო რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ისა და მისი მეუღლის, იმპერატრიცა ალექსანდრა ფეოდოროვნას (ქალიშვილობაში შარლოტ პრუსიელი) უფროსი ქალიშვილი. მისი დაბადებისას იმპერატორი ჯერ კიდევ ბიძამისი ალექსანდრე I იყო, რომლის უშვილოდ გარდაცვალების შემდეგაც დაიკავა ტახტი მარიას მამამ. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია რუსეთის იმპერატორი პავლე I და მისი მეორე ცოლი, იმპერატრიცა მარია ფეოდოროვნა (ქალიშვილობაში სოფია დოროთეა ვიურტემბერგელი) იყვნენ, ვის პატივსაცემადაც დაარქვეს მას სახელი. რაც შეეხება დედამისს, იგი პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ III-ისა და დედოფალ ლუიზა მეკლენბურგ-შტრელიცელის ქალიშვილი იყო.
1837 წელს ბავარიის მეფე ლუდვიგ I-მა თავისი დისწული, პრინცი მაქსიმილიან დე ბოარნე რუსეთში გააგზავნა. აღსანიშნავია, რომ მაქსიმილიანის მამა, ევგენი, იყო საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ I-ის პირველი ცოლის, დედოფალ ჟოზეფინ დე ბოარნეს ვაჟი პირველი ქორწინებიდან. სწორედ ამ დროს შეხვდნენ მარია და მაქსიმილიანი ერთმანეთს პირველად. 1838 წელს იგი რუსეთს უკვე მეორედ ეწვია, თუმცა ამჯერად უკვე მარიას ხელის სათხოვნელად. მართალია რუსები მიესალმნენ ამ წინადადებას, თუმცა იმპერატორმა ნიკოლოზმა განაცხადა, რომ თავის ქალიშვილს კათოლიკეზე არ გაათხოვებდა, რის გამოც მაქსიმილიანიცა და შემდგომში მათი შვილებიც მართლმადიდებლებად მოინათლნენ.
1839 წლის 2 ივლისს, ზამთრის სასახლეში შედგა მარია ნიკოლაევნასა და მაქსიმილიან დე ბოარნეს ქორწინება. მათი შეუღლებით საბოლოოდ შერიგნენ ერთმანეთს გადამტერებული რომანოვები და ბონაპარტები. ახლადდაქორწინებული წყვილი რამდენიმე თვეს რუსეთში დარჩა, თუმცა შემდეგ გერმანიაში გადასახლდნენ, სადაც მარიამ შვიდი ბავშვი გააჩინა. აღსანიშნავია, რომ მან მალევე მოახდინა გერმანელებთან ადაპტირება, სადაც იგი ლოიხტენბერგის საჰერცოგოს კულტურისა და მეცნიერების მფარველად მოევლინა. მან დააფინანსა ჰერცოგის სასახლის რესტავრაცია, რის გამოც მას მოგვიანებით „დიდ მთავარ მარიას სასახლე“ ეწოდა.
1852 წლის 1 ნოემბერს, 35 წლის მაქსიმილიან დე ბოარნე გარდაიცვალა, რის გამოც დაქვრივებული მარია ნიკოლაევნა უკან, მოშბლიურ რუსეთში დაბრუნდა. აქ მან მალევე იპოვნა ახალი სიყვარული გრაფი გრიგორი გრიგორიევიჩის სახით, რომელზეც 1854 წელს, მალულად დაქორწინდა. მოგვიანებით მასთან მარიამ კიდევ ორი ბავშვი გააჩინა, რომელთაგან ერთი მალევე დაიღუპა.
დარჩენილი ცხოვრება მან თავის ქმართან ერთად გაატარა პეტერბურგში, სადაც ძირითადად ძვირადღირებული ნახატების კოლექციის შეგროვებით იყო დაკავებული. დღეისათვის ეს კოლექცია პეტერბურგის სასახლეში ინახება, თუმცა სხვადასხვა დროს გამოფენილი იყო მინსკის, მოსკოვის, ვენისა და ნიუ-იორკის სამხატვრო გამოფენებზე.
მარია ნიკოლაევნა გარდაიცვალა 1876 წლის 21 თებერვალს სანქტ-პეტერბურგში, 56 წლის ასაკში. მისი მეუღლე ამ ამბიდან სამ წელიწადში, 1879 წელს გარდაიცვალა.
შვილები
პირველი ქორწინებიდან:
- ალექსანდრა (1840-1843), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- მარია (1841-1914), ცოლად გაჰყვა მთავარ ვილჰელმ ბადენელს, რომელთანაც შეეძინა პრინცი მაქსიმილიან ფონ ბადენი;
- ნიკოლასი (1843-1891), ლოიხტენბერგის ჰერცოგი. ცოლად შეირთო ნადეჟდა სერგეევნა ანენკოვა, რომელთანაც შეეძინა ორი ვაჟი;
- ევგენია (1845-1925), ცოლად გაჰყვა ოლდენბურგის ჰერცოგ ალექსანდრეს, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი;
- ევგენი (1847-1901), ლოიხტენბერგის ჰერცოგი. ცოლად შეირთო დარია ოპოტჩინინა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ზინაიდა სკობელევა, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
- სერგეი (1849-1877), მოკლეს რუსეთ-თურქეთის ომში.
- გეორგი (1852-1912), ლოიხტენბერგის ჰერცოგი. ცოლად შეირთო ტერეზა პეტროვა ოლდენბურგელი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი დაქორწინდა ანასტასია მონტენეგროელზე;
მეორე ქორწინებიდან:
- გრიგორი (1857-1859), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ელენა (1861-1908), ცოლად გაჰყვა ვლადიმირ ალექსანდროვიჩ შერემეტევს, მისი დაღუპვის შემდეგ კი იქორწინა გრიგორი ნიკიტიჩ მილაშევიჩზე;
წინაპრები
წინაპრები - მარია ნიკოლოზის ასული
|
| | | | | | | | | | | | | | | | |
| 16. კარლ ფრედერიკი, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი |
|
| | | | |
| 8. პეტრე III, რუსეთის იმპერატორი | |
|
| | | | | | | |
| 17. ანა პეტროვნა რომანოვა |
|
| | | | |
| 4. პავლე I, რუსეთის იმპერატორი | |
|
| | | | | | | | | | |
| 18. კრისტიან ავგუსტი, ანჰალტ-ცერბსტის მთავარი |
|
| | | | |
| 9. ეკატერინე II, რუსეთის იმპერატრიცა | |
|
| | | | | | | |
| 19. იოჰანა ელიზაბეთ ჰოლშტაინ-გოტორპელი |
|
| | | | |
| 2. ნიკოლოზ I, რუსეთის იმპერატორი | |
|
| | | | | | | | | | | | | |
| 20. კარლ ალექსანდერი, ვიურტემბერგის ჰერცოგი |
|
| | | | |
| 10. ფრიდრიხ II ევგენი, ვიურტემბერგის ჰერცოგი | |
|
| | | | | | | |
| 21. მარია ავგუსტა ფონ თურნ უნდ ტაქსისი |
|
| | | | |
| 5. სოფია დოროთეა ვიურტემბერგელი | |
|
| | | | | | | | | | |
| 22. ფრიდრიხ ვილჰელმი, ბრანდენბურგ-შვედტის მარკგრაფი |
|
| | | | |
| 11. ფრედერიკა დოროთეა ბრანდენბურგ-შვედტელი | |
|
| | | | | | | |
| 23. სოფია დოროთეა პრუსიელი |
|
| | | | |
| 1. მარია ნიკოლაევნა რომანოვა | |
|
| | | | | | | | | | | | | | | | |
| 24. ავგუსტ ვილჰელმ პრუსიელი |
|
| | | | |
| 12. ფრიდრიხ ვილჰელმ II, პრუსიის მეფე | |
|
| | | | | | | |
| 25. ლუიზა ამალია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი |
|
| | | | |
| 6. ფრიდრიხ ვილჰელმ III, პრუსიის მეფე | |
|
| | | | | | | | | | |
| 26. ლუდვიგ IX, ჰესენ-დარმშტადტის ლანდგრაფი |
|
| | | | |
| 13. ფრედერიკა ლუიზა ჰესენ-დარმშტადტელი | |
|
| | | | | | | |
| 27. კაროლინა ცვაიბრიუკენელი |
|
| | | | |
| 3. შარლოტა პრუსიელი | |
|
| | | | | | | | | | | | | |
| 28. კარლ ლუდვიგ ფრიდრიხი, მეკლენბურგის ჰერცოგი |
|
| | | | |
| 14. კარლ II, მეკლენბურგ-შტრელიცის დიდი ჰერცოგი | |
|
| | | | | | | |
| 29. ელიზაბეთ ალბერტინა საქსენ-ჰილდბურგჰაუზენელი |
|
| | | | |
| 7. ლუიზა მეკლენბურგ-შტრელიცელი | |
|
| | | | | | | | | | |
| 30. გეორგ ვილჰელმ ჰესენ-დარმშტადტელი |
|
| | | | |
| 15. ფრედერიკა ჰესენ-დარმშტადტელი | |
|
| | | | | | | |
| 31. მარია ლუიზა ალბერტინა ლაინინგენ-ფალკენბურგ-დაგსბურგელი |
|
| | | | |
|
ლიტერატურა
- Beéche, Arturo, The Grand Duchesses: Daughters & Granddaughters of Russia's Tsars. Eurohistory, 2004. ISBN 0-9771961-1-9
- Belyakova, Zoia. The Romanov Legacy, The Palaces of St Petersburg. Studio, ISBN 0-670-86339-4
- Belyakova, Zoia. Grand Duchess Maria Nikolayevna and her palace in St Peterburg. Ego Publishers, ISBN 5-8276-0011-3
- Neverov, Oleg. Great Private Collections of Imperial Russia. Vendome Press, ISBN 0-86565-225-2
- Radzinsky, Edvard. Alexander II, The Last Great Tsar. Free Press, 2005, ISBN 0-7432-7332-X
რუსეთის იმპერატორებისა და დიდი მთავრების ასულები |
---|
| I თაობა | |
---|
| II თაობა | |
---|
| III თაობა | |
---|
| IV თაობა | |
---|
| V თაობა | |
---|
| VI თაობა | |
---|
| VII თაობა | |
---|
| VIII თაობა | |
---|
| IX თაობა | |
---|
|
|
|