1977 წელს დაამთავრა თელავის #3 საჯარო სკოლა, ხოლო 1982 წელს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) იურიდიული ფაკულტეტი. მუშაობდა იურისტად სხვადასხვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში.
მისი ლექსები პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „ლიტერატურლი პალიტრის“ 2009 წლის მეექვსე ნომერში და მას შემდეგ მისი ნაწარმოებები ხშირად იბეჭედება საქართველოს სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. გამოცემული აქვს შვიდი პოეტური და პროზაული კრებული.
მარიამ ხუცურაულმა 2011 წელს დააარსა პოეტ ქალთა ლიტერატული კონკურსი „ხვარამზეობა“ და მას შემდეგ არის მისი უცვლელი ორგანიზატორი. ცნობილი პოეტი ბესიკ ხარანაული ასე გამოეხმაურა მარიამ ხუცურაულის მიერ დაარსებულ „ხვარამზეობას“:
„სწორედაც მარიამ ხუცურაულის ენთუზიაზმის წყალობით გაცხადდდა რეალობად ჩვენი სიზმარივით მითის, ხვარამზეს სახელი. მთელი ივრის ხეობა იმოსება ამ დღისათვის. ამ დღისათვის ყველა ქართველი პოეტი ქალი მღელვარედ ემზადება.
ეს დღე განსაკუთრებულად ამაღლებულია, განსაკუთრებით უნიკალურია იმით, რითაც ხვარამზემ გაასწრო თავის თანამედროვე და კარგ ფშველ პოეტებს და იქცა ქართველ პოეტად — ამაღლებულით, უჭკნობი, დროისგან მოურევნელ სიყვარულზე გალობით.
შემთხვევითი, უძალო და უვნებო არსება „ხვარამზეობის“ დღესასწაულს ვერ დაამკვიდრებდა, ლამის ძველი ფშაური ხატობების სწორ დღესასწაულს.
ეს შეძლო მარიამ ხუცურაულმა, ხვარამზესთან სულით და ნიჭით ერთობამ მისცა ამის ძალა[1]“
მარიამ ხუცურაულის ლექსებზე თეონა ქუმსიაშვილის მიერ დაწერილი სიმღერები: „ასკილი“ და „ფშაურ მოტივზე“ ინტერნეტ-ჰიტებად იქცა.
სანათაი ვარ (სამწიგნედი: ცეცხლისფრად მცინარი ყვავილი (ლექსები), წინათქმა ბესიკ ხარანაულის — ISBN 978-9941-469-01-5, ცისპირ მთიბავები (ჩანაწერები), წინათქმა მიხო მოსულიშვილის — ISBN 978-9941-469-00-8, ალმასთა სხივითა (ლექსების აუდიოჩანაწერები, კითხულობს ავტორი, სტუდია „არაგვიანი“) — თბილისი, გამომცემლობა „საუნჯე“, რედ. მიხო მოსულიშვილი, მხატვ. ანა ბიჩინაშვილი, 2016
მარილი გემოვნებით[3], თბ., გამომცემლობა „პალიტრა L“, რედ. ირმა იანტბელიძე, დიზაინერი სალომე საბანაძე, 2020 — ISBN 978-9941-32-090-3
მარგალიტი ფითრის (70 ლექსი), რედაქტორი მიხო მოსულიშვილი, მხატვარი ანი ბიჩინაშვილი, გამომცემლობა „საარი“, თბილისი, 2022 - ISBN 978-9941-493-76-8
საბავშვო წიგნები:
კესანემ გაზაფხული მოიყვანა[4], თბ., გამომცემლობა „პალიტრა L“, რედ. მაია ალუდაური, მხატვარი ნანიკო ბურდული, დიზაინერი სალომე საბანაძე, 2020 — ISBN 978-9941-32-413-0
გამოხმაურება
ცნობილი პოეტი ბესიკ ხარანაული წერს:
„მარიამ ხუცურაულის, როგორც პიროვნების საუკეთესო თვისებაა, რომ ის განსაკუთრებულად ეკრძალვის დიდ ქართულ პოეტურ სახელებს. ეს კრძალვა იმდენად წრფელია, რომ ძალას ანიჭებს მის პატრონს, და, ის უკვე როგორც პოეტი, არ უკრთის ლიტერატურას, რომელიც უშველბელი კედელივითაა მის წინ. არ უკრთის იმიტომ, რომ არც მეტი უნდა მისგან და არც ნაკლები, არც სკამი უნდა და არც სავარძელი... და მით უმეტეს — გვირგვინი...მაგრამ ყვავილს სამართლიანდ ელოდება, როგორც ქალი, როგორც შემოქმედი...[5]“
„ეს პოეტის დანახული და ჩაწერილი ამბებია, რაც „სანათას სკივრს“ მიემატა ანდა იქ იყო და ახლაღა აღმოვაჩინეთ; იმ „სანათას სკივრს“, წინა, 2012 წელს გამოსულ სამწიგნედში რომ იყო და რაკი მაშინდელმა ეჭვმა ისევ შემახსენა თავი, აღარც ამას დაგიმალავთ — აი, დაახლოებით ისეთი ამბები, როგორებსაც ხვარამზე დაწერდა, იმისი ჩანაწერები რომ შემოგვრჩენოდა[6]“
.
პრემიები და ჯილდოები
საბა (ლიტერატურული პრემია) ნომინაციაში „წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა“, წიგნისათვის „მარილი გემოვნებით“[7] (პალიტრა L), 2021