საჭმელი სოკოა. ზოგიერთო წყარო არასაჭმელ სოკოდ მიიჩნევს. იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ზაფხულიდან შემოდგომამდე. მიკორიზას ქმნის არყთან.
სოკო პირველად აღწერა შვედმა მიკოლოგმა ელიას მაგნუს ფრისმა1818 წელს როგორც Agaricus armillatus, ხოლო 1838 წელს თავადვე გადაიტანა კორტიანარიუსის გვარში.[1]
ფირფიტებიანი ქუდიანი სოკოა წითელ-ნარინჯისფერი აბლაბუდიანი საბურველით. ქუდის დიამეტრი — 5-11 სმ, მოყვითალო-მოწითალო, ყვითელ-ყავისფრამდე. ნორჩობაში ამოზნექილი, შემდეგ ბრტყლად ამოზნექილი, ფართო ბორცვაკით ცენტრში, ოდნავ ჰიგროფანული. ცენტრში ხშირად წვრილქერცლოვანი, კიდეებთან ახლოს ბოჭკოვანი, კიდეებთან ხშირად ახასიათებს საბურველის ნარჩენები.
იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, გზების გასწვრივ, მჟავე ნიადაგზე. მიკორიზას ქმნის არყთან.
სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.
კვებითი ღირებულება
საჭმელი სოკოა. გამოიყენება ახალი. ზოგიერთი წყარო არასაჭმელ სოკოდ მიიჩნევს.[5]
კვლევებით დადგინდა, რომ მანჭკვალისებრი აბლაბუდიანი სოკო მცირე რაოდენობით შეიცავს მიკოტოქსინორელანინს.[6]
გალერეა
ლიტერატურა
Niskanen, T.; Kytövuori, I.; Liimatainen, K., Cortinarius sect. Armillati in North Europe, ტ. 103, Bulgarian Mycological Society, 2011. — 1080—1101 გვ.
Нездойминого Э. Л., Семейство паутинниковые / отв. ред. М. А. Бондарцева, СПб.: Наука, 1996. — გვ. 408. 127 გვ.(Определитель грибов России: Порядок агариковые. Вып. 1).