მანტუა — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, პინარ-დელ-რიოს პროვინციაში.
დაარსდა 1719 წელს და ეწოდა გუანა-დელ-ნორტე. 1866 წელს გარდაიქმნა მუნიციპალიტეტად. მანტუის დასახლება კუბის ეროვნულ მონუმენტადაა გამოცხადებული.[1]
დემოგრაფია
2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 26 065 ადამიანს შეადგენდა.[2] 915 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 28,5 ადამიანი კმ²-ზე.[3]
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო