მანოვო-გუნდა-სენ-ფლორის ეროვნული პარკი (ფრანგ. Parc national du Manovo-Gounda St. Floris) — ეროვნული პარკი და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ბამბინგი-ბანგორანის პრეფექტურაში, ჩადის საზღვართან. იუნესკოს სიაში ის 1988 წელს შევიდა, როგორც სიცოცხლის მრავალფეროვნებით გამორჩეული ტერიტორია. აღსანიშნავი სახეობებია: შავი მარტორქა, სპილოები, ავაზები, ლეოპარდები, აფთრისებრი ძაღლები, წითელშუბლა გაზელები და კამეჩები. მაგრამ პარკი საფრთხის ქვეშაა, რადგან ველური ბუნების კვდომის გამო ცხოველებიც ისპობიან. ველური ბუნების გადარჩენის მიზნით ამოქმედებულია გარკვეული პროგრამები.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში