მანიშტუშუმანიშტუშუ — აქადის იმპერიის მესამე მეფე. ილაშქრა ელამის ოლქების ანშანისა და შერიხუმის წინააღმდეგ; დაამარცხა ასევე სპარსეთის ყურის სანაპიროზე მდებარე 32 მცირე სამთავროს კოლაიცია. ჩვენამდე მოაღწია მანიშტუშუს მიერ შუამდინარეთის ჩრდილოეთით მდებარე თემების ტერიტორიაზე შესყიდული მიწების შესახებ შედგენილმა ხელშეკრულების ტექსტმა, რომელიც ამოკვეთილია ქვის დიდ ოთხწახნაგოვან ფილაზე. იგი გვაწვდის ძვირფას ცნობებს ძველ შუამდინარეთში არსებული მიწისმფლობელობის ფორმებსა და თემის ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ. როგორც ისტორია მოგვითხრობს მანიშტუშუ მისივე სასამართლოს წევრებმა მოკლეს, რის შემდეგაც იმპერიას მისი შვილი ნარამსუენი გაუძღვა.