მანგაავცაგი — მწვერვალი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ჯავისა და ერედვის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს მდინარეების პატარა ლიახვისა და ბრიტათიდონის (დიდი ლიახვის აუზი) წყალგამყოფ გერმუხის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3339 მ. მანგაავცაგი აგებულია ზედაიურული ფლიშით. შემოსილია ალპური მდელოებით.
ლიტერატურა