მამორე — პროვინცია ბოლივიაში, ბენის დეპარტამენტში. მდებარეობს დეპარტამენტის ჩრდილო-აღმოსავლეთით. სახელი ეწოდა მდინარე მამორესგან, რომელიც მას დასავლეთით ჩამოუდის და გამოყოფს იუკამის პროვინციისგან. ფართობი შეადგენს 18 706 კმ²-ს. ბოლივიის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, ერთ-ერთი ყველაზე მრავალეროვნული პროვინციაა და მისი მოსახლეობა 13 695 ადამიანს შეადგენს (2006)[1]. მაგრამ სიმჭიდროვე 0.73 კმ²-ზე, ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ბოლივიაში.
პროვინცია იყოფა 3 მუნიციპალიტეტად. დედაქალაქია სან-ხოაკინი.