ლ’ანს-ო-მედოუზი (ინგლ. L'Anse aux Meadows; ფრანგ. L'Anse-aux-Méduses) — არქეოლოგიური ძეგლი კანადაში. მდებარეობს ნიუფაუნდლენდი და ლაბრადორის პროვინციის კუნძულ ნიუფაუნდლენდის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში. აღმოაჩინეს 1960 წელს და წარმოადგენს ვიკინგების ერთადერთ აღმოჩენილ სოფელს კანადასა და მთელ ჩრდილოეთ ამერიკაში, გრენლანდიის გარეთ. ძეგლი კოლუმბამდელი ტრანს-ოკეანური კონტაქტის ერთადერთ მაგალითად რჩება, შესაძლოა მას ასევე რაიმე კავშირი ჰქონდა დაახლოებით 1000 წელს ლეიფ ერიქსონის მიერ დაარსებულ კოლონია ვინლანდთან ან უფრო ფართოდ, ვიკინგების ამერიკულ ექსპედიციასთან.
1960 წელს, ნორვეგიელმა მკვლევარმა ჰელგე ინგსტადმა ნიუფაუნლენდში ვიკინგთა სოფლის ნარჩენები აღმოაჩინა. არქეოლოგებმა განსაზღვრეს ძეგლის ვიკინგური წარმოშობა, რადგან მას მტკიცე მსგავსებები ჰქონდა გრენლანდიასა და ისლანდიაში აღმოჩენილ ახ. წ. დაახლოებით 1000 წლის სტრუქტურებსა და არტეფაქტებთან.
ჰელგე ინგსტადმა და ენ სტინ ინგსტადმა 1961 — 1968 წლებში შვიდი არქეოლოგიური გათხრა ჩაატარეს, გამოიკვლიეს რვა სრული ნასახლარი და ცხრა ნასახლარის ნარჩენი.
ლ’ანს-ო-მედოუზი ერთადერთი ცნობილი ვიკინგური ძეგლია ჩრდილოეთ ამერიკაში, გრენლანდიის გარეთ და წარმოადგენს უშორეს ცნობილ ევროპულ ექსპედიციას და დასახლებას ახალ სამყაროში, ქრისტეფორე კოლუმბის მოგზაურობამდე თითქმის 500 წლით ადრე.
1978 წელს ძეგლი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შევიდა.
გალერეა
-
ვიკინგთა შენობის ნაშთები
-
რეკონსტრუირებული მიწის სახლი
-
რეკონსტრუირებული ვიკინგური სახლის შესასვლელი
-
რეკონსტრუირებული სახლის შესასვლელის შიდა მხარე
-
სახლის შიდა ნაწილი
-
რეკონსტრუირებული ნავი
-
პატარა ნავის რეკონსტრუქცია
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| | | კულტურა | |
---|
| მშობლიური მიწები და კოლონიები | |
---|
| დაპყრობები | |
---|
| ბრძოლები | |
---|
| შეიარაღება და თავდაცვითი ნაგებობები | |
---|
| ისტორიული ფიგურები | |
---|
| სხვა | |
---|
|