ლულეო (შვედ. Luleå) — ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ შვედეთში, ამავე სახელწოდების მუნიციპალიტეტის ცენტრი და ნორბოტენის ლენის დედაქალაქი. მდებარეობს ბოტნიის ყურის ფიორდის სანაპიროზე. 2010 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 46 607 ადამიანს შეადგენს.[1]
ქალაქი 1621 წელს დაარსდა. 1887 წელს ის გამანადგურებელმა ხანძარმა დააზიანა, თუმცა აღადგინეს. ამავე პერიოდში ქალაქის ცენტრში ააშენეს ნეოგოტიკური სტილის ეკლესია. 1904 წელს, ლულეოს ეპარქიის დაარსების შემდეგ, ეკლესია საკათედრო ტაძარი გახდა. მისი სიმაღლე 67 მეტრია და წარმოადგენს ქალაქის უმაღლეს შენობას.
განვითარებულია შავი მეტალურგია, მანქანების, ხე-ტყისა და ცელულოზის წარმოება. ფუნქციონირებს საამის ეთნოგრაფიული მუზეუმი.
ლულეოდანაა შვედური მუსიკალური ჯგუფი Movits!.
გალერეა
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო