ლუდმილა ტერ-პეტროსიანი (დ. 20 დეკემბერი, 1948, სანქტ-პეტერბურგი, სსრკ; სომხ. Լյուդմիլա Տեր-Պետրոսյան) — სომხეთის პირველი ლედი 1991-1998 წლებში. სომხეთის მეორე პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის მეუღლე. დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა სომეხი ქალის კავშირი“. ორგანიზაციის მიზანია ქალთა უფლებების დაცვა სომხეთში. ჰყავს ერთი შვილი, დავითი და სამი შვილიშვილი.
ბიოგრაფია
დაიბადა სანქტ-პეტერბურგში, მისი ქალიშვილობის გვარია პლეკოვსკაია. მისი მამა იყო არმიის ოფიცერი და მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, მისი დედა კი იყო — ექიმი. დაამთავრა ლენინგრაფის უნივერსიტეტის გერმანისტიკის ფაკულტეტი. 1972 წელს დაქორწინდა ლევონ ტერ-პეტროსიანზე. 1990-იან წლებში იგი გახდა სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც მუშაობდა ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვაზე. მან მოაწყო ოთხი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია სომხეთში (1994, 2005, 2006, 2007).
რესურსები ინტერნეტში