ლუდვიგ II გერმანელი (დ. 806 — გ. 28 აგვისტო876) — კარლოს დიდის შვილიშვილი და ლუი I ღვთისმოსავის მესამე ვაჟი.
მან გარდაცვალებიდან მალევე მიიღო სახელად „გერმანელი“ იმის აღსანიშნავად, რომ მისთვის გადაცემული ტერიტორიის უდიდესი ნაწილი მდებარეობდა სწორედ გერმანულ მიწებზე. ეპითეტი „გერმანელი“ არის ძველი ისტორიული ეროვნული ტერმინის „რეცეფცია“. ეს ტერმინი ხელახლა წამოტივტივდა XVIII საუკუნეში, თუმცა ეს ზედმეტსახელი მხოლოდ ძველი გადმონაშთია.