ლოქბათანის ტალახის ვულკანი (აზერ. Lökbatan palçıq vulkanı) — მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტალახის ვულკანი.[2] მდებარეობს ბაქოს გარადაღის რაიონში, ამავე სახელწოდების დასახლებაში. 1998 წლიდან შედის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.[3]
1933 წელს, ვულკანის ძირში ჭაბურღილი გახსნის შემდეგ, გეოლოგებმა რეგიონში ნავთობისა და გაზის დიდი მარაგი აღმოაჩინეს. ზუსტად ამ ფაქტიდან გამომდინარე შემდგომში გაჩნდა თეორია იმის შესახებ, რომ ტალახის ვულკანებს პირდაპირი კავშირი აქვს ნახშირწყალბადის საბადოსთან.[4]
ლოქბათანი მსოფლიოში ყველაზე აქტიური ტალახის ვულკანია: 1810 წლიდან დაფიქსირებულია 25 ამოფრქვევა, აქედან ბოლო 2 ამოფრქვევა 2017 წელს დაფიქსირდა.[2][5] ვულკანის ხასიათი ცვალებადია: როგორც წესი, მას ახასიათებს პელეს ტიპის ამოფრქვევა, რის შედეგადაც ხდება ტალახის გადაღვრა, რომელიც აგებს მის კონუსს, მაგრამ ხანდახან ხდება თვითანთებადი აირის ბობოქარი გამოყოფაც.
სქოლიო