ლოპანისწყალი[1] — მდინარე თიღვისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში, დასავლეთის ფრონის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, 1340 მ სიმაღლეზე, სიგრძე 30 კმ, აუზის ფართობი 87 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში, წყალმოვარდნები — შემოდგომაზე, საშუალო წლიური ხარჯი 0,74 მ³/წმ, იყენებენ სარწყავად.[2]
სქოლიო