ლონდონის კინოფესტვალი (ინგლ. London Film Festival, შემოკლებით LFF, აგრეთვე ცნობილი როგორც BFI London Film Festival) — ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გავლენიანი საერთაშორისო კინოფესტივალი გაერთიანებულ სამეფოში.[1][2] ტარდება ყოველწლიურად 1956 წლიდან ლონდონში. იწყება ოქტომბრის მეორე ნახევარში და გრძელდება ნოემბრის დასაწყისამდე.
კინოფესტივალის მთავარი პრიზია „საზერლენდის ტროფი“, რომლითაც ჯილდოვდებიან ყველაზე საუკეთესო სადებიუტო ფილმები. ფესტივალის ორგანიზატორია ბრიტანეთის კინოინსტიტუტი,[3][4] ხოლო უმსხვილესი სპონსორია გაზეთი „The Times“. ყოველწლიურად ფესტივალის კინოფორუმზე მიმდინარეობს დაახლოებით 300 ფილმის ჩვენება 50 ქვეყნიდან. კინოფორუმზე ყოველწლიურად წარადგენენ საგანმანათლებლო პროგრამებს, ლექციებს, კინოინდუსტრიაში მომხდარი მოვლენების პრეზენტაციებს და ა.შ.[2]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო