ლომამი — მდინარე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მდინარე კონგოს მთავარი შენაკადი. სიგრძე დაახლოებით 1 280 კილომეტრია.[1]
სათავეს იღებს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ კამინის სიახლოვეს, კონგო-ზამბეზის აუზთა გზაგასაყარზე. შემდეგ მიედინება ჩრდილოეთით; გაივლის ქალაქებს: ლუბაოს, ტშოფას, კომბეს, ბოლაიტის, ოპალას და ირემას, საბოლოოდ კი ქალაქ ისანგის სიახლოვეს ერწყმის მდინარე კონგოს.
1877 წლის 6 იანვარს, ორი მდინარის შესართავს ამერიკელი მკვლევარი ჰენრი მორტონ სტენლი მიადგა. მისი აღწერის მიხედვით, კონგოს უერთდებოდა „დაბალი ნაპირების მქონე და გაუვალი ტყეებით დაფარული სწრაფი ნაკადის მდინარე“.[2]
1889 წლის ოქტომბერში, ლომამის იკვლევდა კონგოს გენერალ-გუბერნატორი მ. ჯენსენი.[3]
სქოლიო