1938 წლის 6 ივლისს მაუნტ ვილსონის ობსერვატორიაში აღმოჩინა ამერიკელმა ასტრონომმა სეტ ბარნს ნიკოლსონმა.[1]1975 წელს მან მიიღო თავისი ოფიციალური სახელი ბერძნული მითოლოგიური პერსონაჟის, ლისითეას პატივსაცემად.[2]
ორბიტა
ლიზითეა იუპიტერის ირგვლივ სრულ ბრუნვას აკეთებს საშუალოდ 11,717,000 კმ მანძილზე 250 დღეში, 4 საათსა და 48 წუთში. ორბიტალური ექსცენტრიულობა არის 0.11, დახრილობა ლოკალური ლაპლასის სიბრტყისკენ არის 28.3°. ეკუთვნის ჰიმალიის ჯგუფს.[3]
ფიზიკური მახასიათებლები
ლიზითეას დიამეტრი საშუალოდ 36 კმ. სიმკვრივე შეფასებულია 2.6 გ/სმ³. სატელიტი სავარაუდოდ შედგება ძირითადად სილიკატური ქანებისგან. ძალიან ბნელ ზედაპირს აქვს ალბედო 0.04. მაგნიტუდა 18.3 მ.[4]