ლიენცი (გერმ.Lienz) — ქალაქი ავსტრიაში, ტიროლის ფედერალურ მხარეში, ლიენცის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 2011 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 11 955 ადამიანს შეადგენს.
ეს არეალი ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში ყოფილა დასახლებული. ძვ. წ. 300 წლიდან სახლობდნენ კელტური ხალხები, რომლებიც ძირითადად მოპოვებითი საქმიანობით ყოფილან დასაქმებულნი.