ლინჩეპინგი (შვედ. Lidköping) — ქალაქი შვედეთში, ვესტრა-გეტლანდის ლენში, ლინჩეპინგის კომუნის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ვენერნის ტბის სამხრეთ ნაპირებზე სტოკჰოლმიდან 290 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით. 2010 წლის მონაცემებით მოსახლეობა 25 644 ადამიანს შეადგენს.[1]
ლინჩეპინგს შუაზე ყოფს ნაკადული ლიდანი, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გაედინება. მარჯვენა (აღმოსავლეთ) ნაწილს ძველ ქალაქს უწოდებენ, მარცხენას კი ახალს.
ქალაქის სტატუსი ლინჩეპინგს 1446 წელს მიენიჭა. ყველაზე ძველი ნაწილი თავდაცვითი ნაგებობებია. ქალაქის გეგმა საუკუნეთა განმავლობაში იცვლებოდა, მაგრამ აქ ყოველთვის რჩებოდა საეპისკოპოსო ცენტრი.
ქალაქს გააჩნია რკინიგზის სადგური, ნავსადგომი და აეროპორტი.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო