ლიბიელები — ერი, ლიბიის ძირითადი მოსახლეობა. რაოდენობა დაახლოებით 6 355 მლნ (2010). ლაპარაკობენ არაბულ ენაზე. მორწმუნენი სუნიტური მიმართულების ისლამს აღიარებენ. ლიბიელები ჩამოყალიბდნენ არაბი ტომებისა (რომლებიც ამ ტერიტორიაზე VII-XI საუკუნეებში შემოიჭრნენ) და ადგილობრივი ბერბერების შერევის შედეგად, რომლებმაც შეითვისეს არაბთა ენა, რელიგია და ჩვევები.
ზღვისპირა ზოლის ლიბიელები მისდევენ მიწათმოქმედებას (ზეთისხილი, ციტრუსები, ფინიკის პალმა), სამხრეთ და ცენტრალურ რაიონებში მცხოვრებნი — მომთაბარე და ნახევრად მომთაბარე მესაქონლეობას.
მთლიანი მოსახლეობა (x 1000)
მოსახლეობის ასაკი 0–14 (%)
მოსახლეობის ასაკი 15–64 (%)
მოსახლეობის ასაკი 65+ (%)
1950
6 029
41.9
53.4
4.7
1955
6 126
43.0
52.7
4.3
1960
6 349
43.3
52.7
4.0
1965
6 623
43.4
53.0
3.6
1970
6 994
45.2
52.1
2.7
1975
7 066
46.5
51.3
2.2
1980
7 193
47.0
50.7
2.2
1985
7 750
47.3
50.5
2.3
1990
7 834
43.5
53.9
2.6
1995
7 975
38.3
58.8
2.9
2000
8 231
32.4
64.2
3.4
2005
8 970
30.6
65.6
3.8
2010
9 655
30.4
65.3
4.3
მოსახლეობის აღწერები
ლიბიაში სულ მოსახლეობის რვა აღწერა ჩატარდა. პირველი მათგანი 1931 წელს, ბოლო კი 2006 წელს.[1][2]