ლესბოსი, მიტილენე (Lesbos, Mytilene), კუნძულიეგეოსის ზღვაში, მცირე აზიის ნახევარკუნძულის მახლობლად. ეკუთვნის საბერძნეთს. 1636 კმ2. ნაპირები შეჭრილ-შემოჭრილია. რელიეფი უმთავრესად ბორცვიან-მთიანია (სიმაღლე 967 მ-მდე, მთა ოლიმპი). ლესბოსი აგებულია კირქვებით, ფიქლებით, მარმარილოთი და ლავით. გაბატონებულია ხმელთაშუა ზღვის მცენარეულობა, მთათა ზედა სარტყელში ფიჭვნარია.მთავარი ქალაქი და ნავსადგურია მიტილენე.