ლეილა მესხი (დ. 3 იანვარი, 1938 — გ. 26 იანვარი, 2024) — ქართველი მწერალი, აკაკი წერეთლის, ნიკო ლორთქიფანიძისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის პრემიების ლაურეატი.
ბიოგრაფია და ოჯახი
დაიბადა 1938 წლის 3 იანვარსხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალბედისეულში, ლევან მესხისა და პაშა ლორთქიფანიძის ოჯახში. მშობლების დაშორების შემდეგ, მამა თავის მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა, ხოლო დედამ მარტო აღზარდა სამი ქალიშვილი.
1956 წელს დაამთავრა ხონის მეორე საშუალო სკოლა, ხოლო 1965 წელს მოსკოვის ისტორიულ-საარქივო უნივერსიტეტი. 1960 წელს ლეილა მესხი დაქორწინდა ანზორ ღვინერიაზე. მათ შეეძინათ ქალ-ვაჟი, მამუკა და ნინო.
მოღვაწეობა
1971 წელს დაინიშნა ქუთაისის ისტორიული არქივის დირექტორად. 1985-2005 წლებში მუშაობდა გამომცემლობა „მერანის“ უფროს რედაქტორად.
ლეილა მესხი აკაკი წერეთლის, ნიკო ლორთქიფანიძისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის პრემიის ლაურეატია. 2018 წელს საუბილეო შეხვედრები მოეწყო ხონის რაიონში (სოფ. ახალბედისეულში, #2 საშუალო სკოლასა და ხონის ხელოვნების სასახლეში),ასევე აღსანიშნავია საუბილეო შეხვედრა თბილისის ლიტერატურის მუზეუმში.