ლევან სანაძე (დ. 16 მარტი, 1928, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 29 აგვისტო, 1998, მოსკოვი, რუსეთი) — ქართველი სპორტსმენი (მძლეოსნობა). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1957). ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი.
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში. იყო XV ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1952, ჰელსინკი — ესტაფეტა 4X100 მ), ევროპის ჩემპიონი (1950 — ესტაფეტა 4X100 მ) და მესამე პრიზიორი (1954 — ესტაფეტა 4X100 მ), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1948, 52 — ესტაფეტა 4X100 მ), ექვსგზის მეორე (1948, 52, 54 — რბენა 100 მ; 1948 — რბენა — 200 მ; 1954 — ესტაფეტა 4X100 და ესტაფეტა 4X400) და შვიდგზის მესამე (1949, 1950, 1953 — რბენა 100 მ; 1950, 1951, 1954 — რბენა 200 მ; 1950 — ესტაფეტა 4X400 მ) პრიზიორი. მსოფლიოს სტუდენტური თამაშების ორგზის ჩემპიონი (1951, 1954 — ესტაფეტა 4X100 მ) და ორგზის მეორე პრიზიორი (1951, 1954 — რბენა 100 მ), მსოფლიოს ახალგაზრდული თამაშების მეორე (1955 — ესტაფეტა 4X100 მ) და მესამე (1953 — ესტაფეტა 4X100 მ) პრიზიორი. პირადი საუკეთესო შედეგები: 100 მ — 10,3 წმ; 200 მ — 21,4 წმ.
ძირითადი შედეგები
წელი
|
ტურნირი
|
მასპინძელი
|
ადგილი
|
1950
|
ევროპის ჩემპიონატი
|
ბრიუსელი, ბელგია
|
01
|
1952
|
ზაფხულის XV ოლიმპიური თამაშები
|
ჰელსინკი, ფინეთი
|
02
|
1954
|
ევროპის ჩემპიონატი
|
ბერნი, შვეიცარია
|
03
|
ლიტერატურა
- ელგუჯა ბერიშვილი, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, გვ. 152, თბ.: პალიტრა L, 2013.
რესურსები ინტერნეტში